გიგი წერეთლის განცხადებით, დღეს -ს კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში საუბარი კვლავ ე.წ „აგენტების კანონის“ შესახებ იქნება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, დღეს -ს კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში საუბარი კვლავ ე.წ „აგენტების კანონის“ შესახებ იქნება.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებების ქმედებების გამო, მოსმენაზე „საქართველო ერთ-ერთი მაგალითი იქნება, თუ როგორ ხდება ასეთი ავტორიტარული, რუსული ტიპის კანონების მიღება“.
„სწორედ, მსგავს კანონებს შემდგომში წინასაარჩევნო, თუ სხვა პერიოდებში, ოპონენტების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წინააღმდეგ იყენებენ.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ამგვარი კანონების ადგილი არ არის და როდესაც ეს ხდება, ეს არის პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რაც საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სასწრაფოდ გახსენით პროცესები! სხვა შემთხვევაში, დავრწმუნდები, რომ ელისო კილაძის მიმართ მართლმსაჯულება კი არ ხორციელდება, არამედ მას სჯიან და იზოლაციაში ჰყავთ, რათა მისი ხმა ჩაახშონ – გელა მთივლიშვილი პროკურატურას მიმართავს