დაკავებული მომღერლისა და მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე კაბუს ადვოკატი, დავით სანაძე ამბობს, რომ კაბუ ძალადობის ბრალდებას უარყოფს.
“მისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. ბრალის წარდგენის ვადა დღეს იწურება და შეტყობინებას ველოდებით. რაც შეეხება ბატონი კახას პოზიციას – ის გუშინ მოვინახულე და აცხადებს, რომ მას არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია […] ვინ არის ეს ქალი, რა მოხდა და ა.შ. ეს ყველაფერი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გაირკვევა”. – ამბობს კაბუს ადვოკატი.
კაბუ ქალზე ძალადობის ბრალდებით პოლიციამ 26 ნოემბერს დააკავა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება 126-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობას და მუქარას გულისხმობს.