სტუდენტებმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს
სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ. ახალგაზრდები სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ოფიციალურად სთხოვენ.
სტუდენტები აღნიშნავენ, რომ მარტის აქციებზე დაკავებული 21 წლის აქტივისტი პოლიტიკური ტყვეა და მისი ციხეში დარჩენა ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას მნიშვნელოვნად დააზიანებს.