„უცხოური გავლენის კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია“ — ჰერჩინსკი

„დიდი სინანულით უნდა გითხრათ, რომ ამჟამად რთულ პერიოდს გავდივართ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მ.
დიპლომატს დღეს, 19 ივნისს, ჰკითხეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, რუსული კანონის ინიციირების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები გაიზარდა.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ უცხოური გავლენის კანონის ამოქმედება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებზე. სამწუხაროდ ეს მოხდა“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, კანონის შედეგებზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომდევნო კვირას იმსჯელებენ, შემდეგ კი ლიდერების დონეზე გადაწყდება, რა ზომებს მიიღებს ევროკავშირი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საპასუხოდ.
„[კანონმა] საქართველოს წინსვლის პერსპექტივაზე უდავოდ უარყოფითად იმოქმედა. ამ კანონის მიღებამ, როგორც მე ვხედავ, გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია. როგორც იცით, ევროკავშირში ინტეგრაცია საჭიროებს ერთსულოვნებას. ჩვენ უკვე მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის საჯარო განცხადებები, რომ ისინი წინააღმდეგი იქნებიან საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, თუკი ეს კანონი ამოქმედდება. კანონი ამოქმედდა და შედეგები მომდევნო კვირაში გადაწყდება“, – განაცხადა ელჩმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვა ხდება სთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნის პარალელურად.
„ასე რომ, ძალიან გულდასაწყვეტია იმის ნახვა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაჩერებული და გაყინულია, ამავდროულად, ჩვენ წინ მივიწევთ უკრაინასთან და მოლდოვასთან“, — დასძინა მან.
კითხვაზე, საქართველოს მთავრობა ცვლის თუ არა საგარეო პოლიტიკურ კურსს, ჰერჩინსკი პასუხობს:
„როდესაც აქ ჩამოვედი 2 წლის წინ, აეროპორტიდან მომავალ გზაზე პირველად ვნახე ძველი თბილისი და ქართლის დედის მშვენიერი მონუმენტი. ქალს უჭირავს ერთ ხელში ხმალი და მეორეში — ღვინის თასი. როგორც ამიხსნეს, ხმალი მტრებისთვისაა, და ღვინის თასი — მეგობრებისთვის. საქართველოს გადასაწყვეტია, ვინ არის თქვენი მეგობარი და ვინ — მტერი. ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ელჩმა ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის მისიის საქმიანობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერდა საქართველოს სახელმწიფოს მიუხედავად იმისა, ვინ იყო ხელისუფლებაში. ფინანსური დახმარების კონტექსტში აღნიშნა, რომ ევროკავშირის დახმარება მთავრობისადმი ათჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას.
„ჩვენ აქ ვართ, რომ დავრჩეთ. ეს საქართველოს გადასაწყვეტია ვინ არის მეგობარი და ვინ — მტერი. ჩვენ გვინდა, საქართველო იყოს ძალიან წარმატებული ქვეყანა. და ჩვენ ვართ მომთმენი. ამ დროისთვის ჩვენი ურთიერთობები რთულ პერიოდს გადის. ოქტომბერში იქნება არჩევნები და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რთული პერიოდი დასრულდება და საღი აზრი გაიმარჯვებს. საქართველოსა და ქართველი ხალხის ნებაა, თუ მათ სურთ იყვნენ ევროკავშირის წევრები თუ არა. ჩვენი მხრიდან — საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ მას ველოდებით“, — განაცხადა ელჩმა.
კითხვაზე, ევროკავშირის გაიზიარებს თუ არა -ის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, ჰერჩინსკი პასუხობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის ახლო და თანამოაზრე პარტნიორია და ისინი ცდილობენ პოზიციების კოორდინირებული იყოს, თუმცა განსხვავებულები არიან და განსხვავებული ინსტრუმენტები აქვთ.
„მიზეზები გასაგებია — აშშ ერთი ქვეყანაა, ევროკავშირი 27 სუვერენული ქვეყნის მთავრობათაშორისი ინსტიტუტია. ზოგჯერ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე ჩვენ. ჩვენ კოორდინირებულად მუშაობას ვცდილობთ და ვცვლით ინფორმაციას, მაგრამ ქცევა ხშირად არ არის იდენტური და არც არის საჭირო, რომ იდენტური იყოს“, – დასძინა ჰერჩინსკიმ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუსული კანონის ინიციირების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები გაიზარდა.
„კანონის ინიციირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული. ამ ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევდა ჩვენ ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან. დღეს, კანონის მიღების შემდგე, ეს შანსია გაზრდილი დაახლოებით 20-30%-მდე”, – თქვა მ 17 ივნისს.

ასევე დაგაინტერესებთ