ჩვენ, როგორც ევროკავშირი, საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას მხარს დავუჭერთ, რადგან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა.
„ჩვენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომელსაც ევროკავშირი მხარს უჭერს, ძალიან საინტერესო შეხვედრა, ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა. საია ყველაზე დაუცველ ადამიანებს ეხმარება, განსაკუთრებით მათ, ვისაც იურიდიული დახმარება ესაჭიროება და ასევე, საია ადგილობრივი არჩევნების დაკვირვებაშიც აქტიურად არის ჩართული. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, საიას მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ. ასევე, საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას მხარს დავუჭერთ, რადგან სამოქალაქო საზოგადოება, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინკსიმ.