ისრაელის გენერლებმა ლიბანის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ისრაელის გენერლებმა ლიბანის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ს მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ საზღვართან საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების ფონზე, ლიბანის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში, ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთ სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ორი გორდინმა და გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსმა, ოდედ ბასიუკმა სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.
ასევე, გენერლებმა ადგილზე მყოფი სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის დაჩქარების გადაწყვეტილება მიიღეს.
„ჩვენ „ჰეზბოლასა“ და ლიბანთან დაკავშირებით წესების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ძალიან ახლოს ვართ. ომის მიმდინარეობისას „ჰეზბოლა“ განადგურდება, ლიბანი დიდად დაზარალდება და ჩვენ ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას აღვადგენთ“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება