ევროკავშირიდან იანვარ-მარტში $116 მლნ-ის ინვესტიცია შემოვიდა – რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი FDI?

მიმდინარე წლის I კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს ეკონომიკაში 116 მლნ 234 ათასი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. გასულ წელთან შედარებით, ეს რიცხვი 169.9 მლნ-ით არის შემცირებული.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ევროკავშირიდან „ბორჯომში“ და „ენერგო პრო ჯორჯიაში“ ჩაიდო.
კომპანიების ჩამონათვალი, რომლებშიც ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო:
· აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
· სს ენერგო-პრო ჯორჯია;
· სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური;
· სს ეპ ჯორჯია გენერაცია;
· შპს ენთეინ ჯორჯია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო