რა კავშირშია ერთმანეთთან ტექნოლოგიები და უსაფრთხოება? – 21-ე საუკუნის გამოწვევები

21-ე საუკუნე ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქადაა აღიარებული. სმარტფონებიდან დაწყებული ხელოვნური ინტელექტით დასრულებული, ტექნოლოგიები ფუნდამენტურად ცვლის ცხოვრებისა და საქმიანობის სტილს. თუმცა განვითარებასა და ხელშეწყობასთან ერთად ტექნოლოგიები წარმოქმნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკმაოდ დიდ გამოწვევას. ეს კომპლექსური საკითხია, რადგან ტექნოლოგიებს შეუძლია შემოგვთავაზოს უსაფრთხოების საკმაოდ დახვეწილი ინსტრუმენტები და ასევე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ის.
დღეს ტექნოლოგიები წარმოადგენს ძლიერ ძალას უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის. ეს ეხება როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფო დონეზე უსაფრთხოებას. უსაფრთხო საკომუნიკაციო პლატფორმები საშუალებას აძლევს სამართალდამცავ და სადაზვერვო სააგენტოებს, გააზიარონ ინფორმაცია და კოორდინაცია გაუწიონ აქტივობებს საზღვრებს გარეთ. ის ასევე გაძლიერებული მეთვალყურეობის შესაძლებლობას იძლევა. კიბერუსაფრთხოება კი თანამედროვე უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია.
თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ ტექნოლოგიების განვითარებას აქვს მეორე მხარეც და ის შეიძლება გახდეს საფრთხე თავად უსაფრთხოებისთვის. თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედ კიბერომი და კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევებია. დიდ ყურადღებას იმსახურებს კონფიდენციალურობის საკითხიც.
გამოსავალი ბალანსის დაცვაშია, ბალანსისთვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა შეიმუშავა სამაგისტრო პროგრამა, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს. საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების პროგრამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით შემუშავდა. ის უნიკალურია თავისი შინაარსით და აერთიანებს სასწავლო კურსებს ეროვნული უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის, საერთაშორისო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, თანამედროვე კონფლიქტებისა და სხვა სფეროებში. კურსებს დარგის წამყვანი ექსპერტები და უსაფრთხოების სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტები უძღვებიან.
პროგრამის პარტნიორების რიცხვი მუდმივად მზარდია და მათ შორის არიან: შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, კიბერუსაფრთხოების ბიურო, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ BTU-ს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მეოთხე აკადემიური წელი იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტში გაატარონ და შედეგად, ერთდროულად ორი უნივერსიტეტის დიპლომი მოიპოვონ. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მაგისტრანტებისთვის სრული დაფინანსებითაა შესაძლებელი.
გარდა აღნიშნულისა, პროგრამის საერთაშორისო პარტნიორები არიან რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია), კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), ვებსტერის უნივერსიტეტი (), საგარეო კვლევების პოლიტიკის ინსტიტუტი (აშშ), კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი (), უსაფრთხოების აკადემია (ისრაელი) და სხვა.
საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა ევროკავშირის მხარდაჭერით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი, რუბენ არკოსი, რომელმაც ქართველ ექსპერტებთან ერთად მოამზადა კურიკულუმი.
პროგრამაზე სტუდენტთა მიღება მოხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების, ინგლისური ენისა და შიდა სპეციალობის გამოცდის მიხედვით. სწავლის წლიური ღირებულება კი 2250 ლარია.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეავსე სარეგისტრაციო ფორმა.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება