წყალსადენის შეკეთებას რამდენიმე დღე დასჭირდება, პარალელურად ვმუშაობთ აბონენტებისთვის წყლის ალტერნატიული გზით მიწოდებაზე – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი

წყალსადენის შეკეთებას რამდენიმე დღე დასჭირდება, პარალელურად ვმუშაობთ აბონენტებისთვის წყლის ალტერნატიული გზით მიწოდებაზე – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი
წყალსადენის შეკეთებას რამდენიმე დღე დასჭირდება, პარალელურად ვმუშაობთ მოსახლეობისთვის წყლის ალტერნატიული გზით მიწოდებაზე, – ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზმა განაცხადა.
მისივე თქმით, კომპანიის თანამშრომლები პრობლემის მოსაგვარებლად 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
„24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ სამი მიმართულებით, რათა მივაღწიოთ დაზიანებულ წყალსადენამდე და უმოკლეს დროში შევაკეთოთ. გუშინ ღამით დავიწყეთ სამუშაოები, რათა მოგვეშორებინა მიწა, რაც წყალსადენზე იყო. კიდევ რამდენიმე დღე გვჭირდება, რომ მივაღწიოთ დაზიანებულ მილსადენს და შევძლოთ მისი შეკეთება. პარალელურად ვმუშაობთ წყლის სისტემის ათვისებაზე, რათა აბონენტებს წყალი მივაწოდოთ ალტერნატიული წყალსადენებით. ჩვენი სისტემის შედეგად შევძელით 63 000-მდე აბონენტისთვის წყლის მიწოდება ერთი გრაფიკით – რამდენიმე საათით დილით, დაახლოებით, 07:00 საათიდან 10:00 საათამდე, 07:00 საათიდან 10:30 საათამდე და ანალოგიური დროით საღამოს, რათა ყველა მომხმარებლისთვის შევძლოთ წყლის მიწოდება. ხელმისაწვდომი გვაქვს წყლის 15 რეზერვუარი, რათა პორტატული წყალი მივაწოდოთ იმ ადგილებში, სადაც არ შეგვიძლია წყლის მიწოდება ჩვენი სისტემით“, – განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა.