ევროკავშირში ბლოკის უზენაეს თანამდებობებზე კანდიდატებს განიხილავენ

ევროკავშირის ლიდერებმა 17 ივნისს განიხილეს ევროკავშირის უმაღლესი პოზიციების კანდიდატები.
მოსალოდნელია, რომ დისკუსიების შედეგები ოფიციალურად გამოცხადდება 27-28 ივნისის სამიტზე და ურზულა ფონ დერ ლაიენი, სავარაუდოდ, მეორედ უხელმძღვანელებს ევროკომისიას.
ევროპარლამენტის 6-9 ივნისს გამართულ არჩევნებში ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) გაიმარჯვა. ამ არჩევნების შედეგად, ფონ დერ ლაიენს, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირის (CDU) წარმომადგენელია, რომელიც არის EPP-ის ნაწილი, უფლება აქვს ხელმძღვანელობდეს კავშირის აღმასრულებელ ნაწილს კიდევ ხუთი წლით.
სხვა ვაკანსიებს შორისაა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის (ამჟამად ჩარლზ მიშელი) და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის (ამჟამად ჟოსეპ ბორელი) თანამდებობები. მედია წერს, რომ შესაძლოა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერის პოსტი დაიკავოს 46 წლის კაი კალასმა, ესტონეთის ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო