სტოლტენბერგს სურს, ჩინეთმა პასუხი აგოს რუსეთის მხარდაჭერისთვის

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 17 ივნისს განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს აწვდის ტექნოლოგიას, რაც ახანგრძლივებს ს სრულმასშტაბიან შეჭრას ში, და მოუწოდა პეკინს, პასუხი აგოს ამ მხარდაჭერის შედეგებისთვის.
„არ შეიძლება, პეკინმა ორ მხარეს იაროს. როდისმე – და თუ ჩინეთი არ შეიცვლის კურსს, მოკავშირეებმა ამის საფასური უნდა მოითხოვონ. ამას შედეგი უნდა მოჰყვეს“ – თქვა სტოლტენბერგმა უილსონის ცენტრში, ვაშინგტონში გამოსვლისას.
ალიანსი პირველმა პირმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის მიკროელექტრონიკის 90 პროცენტი ჩინეთში აწარმოვეს, და ჩინეთი მუშაობს რუსეთის თანამგზავრების გაუმჯობესებისთვის.
„საფრთხე არ არის რეგიონული“ – თქვა სტოლტენბერგმა. „ ჩინეთი აღვივებს ევროპაში უმსხვილეს შეიარაღებულ კონფლიქტს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამავე დროს სურს დასავლეთთან კარგი ურთიერთობა“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ