ევროკავშირის ლიდერები არაფორმალურ სამიტს ატარებენ

დღეს, ევროკავშირის ლიდერები მომავალი ხუთი წლის პოლიტიკურ გეგმებს განიხილავენ – თავდაცვის სფეროსა და ეკონომიკის ჩათვლით და უმაღლესი თანამდებობების ნომინაციებს განიხილავენ. ეს ევროპელი ლიდერების პირველი არაფორმალური შეხვედრაა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, რომელმაც წარმატება მოუტანა ცენტრისტ- მემარჯვენებსა და ნაციონალისტებს, თუმცა მარცხი განიცადეს საფრანგეთის პრეზიდენტის სა და გერმანიის კანცლერის ს პარტიებმა.
ლიდერებმა უნდა იმსჯელონ, ვინ უნდა იყვნენ ევროკომისიის და ევროპული საბჭოს შემდეგი პრეზიდენტები, ასევე საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, მაგრამ მათი გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს, უკვე მიღებულია.
მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს აქვს შესანიშნავი პოზიცია, ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის პოზიციის მეორე ვადით მოსაპოვებლად, რაც გაძლიერებულია მისი ცენტრისტული მემარჯვენე “ევროპის სახალხო პარტიის” მიღწევებით.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტიის ტანამდებობაზე, რეალურ კანდიდატად პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოშტა განიხილება, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ “სოციალ-დემოკრატების” ალიანსს წარმოადგენს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელის პოზიციაზე ნომინირებული, ს პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ევროპარლამენტში მესამე ადგილზე გასულ “განაახლე ევროპას” წარმოადგენს.
ბლოკის წევრები, ოფიციალურ, საბოლოო გადაწყვეტიელბას 27-28 ივნისს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომამდე მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილის მეუღლე – ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს სიყვარული აუხსნას – რაზეც პროცესზე თავად ისაუბრა, ჩემთვის დამაჯერებელია, არ მჯერა შეთქმულების თეორიების

გიორგი ბურჯანაძე – აქციებზე უსაშინლესი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული, რამდენჯერმე ლამის გავითიშე, ყელის, თვალების წვას აღარ ვამბობ, ჩემი ჯანმრთელობა შეიცვალა – ივანიშვილის რაზმებმა ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს!