მოსკოვის სასამართლომ 17 ივნისს გასცა დამოუკიდებელი საგამოძიებო ვებგვერდის iStories-ის ორი ჟურნალისტის – ეკატერინა ფომინასა და მთავარი რედაქტორის, რომან ანინის – დაკავების ორდერი, “რუსი სამხედროების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების” ბრალდებით. ფომინა ტელეარხ “დოჟდის” ჟურნალისტია, ხოლო ანინი “ვაჟნიე ისტორიიას” მთავარი რედაქტორი.
სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ორი ჟურნალისტი თავის ძებნილთა სიაში შეიტანა.
2022 წლის გაზაფხულზე, ფომინამ გამოაქვეყნა საგამოძიებო დასკვნა, რომელშიც გამოვლინდა ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებებს რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ.
iStories “არასასურველ ორგანიზაციად” გამოაცხადეს და აკრძალეს რუსეთში. ფომინა და ანინი ამჟამად რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან.
ფორუმი
