დიმიტრი პესკოვი – შვეიცარიაში უკრაინის საკითხზე გამართული სამიტის ეფექტურობა ნულამდე დადის

შვეიცარიაში მშვიდობის შესახებ კონფერენციის ეფექტურობა ნულამდე დადის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„თუ ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ ამ შეხვედრის ეფექტურობაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, ის ნულამდე დადის. შეიძლება იყოს სუბიექტური, ან ობიექტური მოსაზრება, მაგრამ რაიმე სახის ეფექტურობაზე საუბარი არ შეიძლება“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, ღონისძიებაში მონაწილე ბევრმა ქვეყანამ მიუთითა რუსეთის დასწრების გარეშე სერიოზული განხილვის გამართვის უპერსპექტივობაზე.
პესკოვის მტკიცებით, მოსკოვი გააგრძელებს მუშაობას ყველასთან, ვინც ამისთვის მზადაა.
„ესაა ჩვენი პრეზიდენტის პოზიცია. ის კვლავ ღიაა დიალოგისთვის, სერიოზული, არსებითი და პროდუქტიული განხილვისთვის“, – დასძინა კრემლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, შვეიცარიაში, 15-16 ივნისს უკრაინის საკითხზე მშვიდობის გლობალური სამიტი გაიმართა, რომელსაც 100-ზე მეტი ქვეყნის და ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. სამიტზე რუსეთი მიწვეული არ იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო