ანალენა ბერბოკი – უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას საბედისწერო შედეგები მოჰყვება – რუსული ჯარები პოლონეთის საზღვარზე აღმოჩნდებიან, შემდეგ კი ომი სწრაფად გავრცელდება ევროკავშირისა და ნატო-ს ტერიტორიაზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, თუკი ს დახმარების მიწოდებას შეუწყვეტენ, ამას გერმანიისა და ნატო-სთვის სახიფათო შედეგები მოჰყვება.
„თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, გაჩნდება რისკი, რომ პუტინის ჯარები პოლონეთის საზღვარზე აღმოჩნდებიან, შემდეგ კი ომი სწრაფად გავრცელდება ევროკავშირისა და ნატო-ს ტერიტორიაზე“, – აღნიშნა ბერბოკმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა დასავლეთს ომის თავიდან აცილების საშუალებას აძლევს.
„ძნელია იმის გამოთვლა, თუ რამდენის გადახდა მოგვიწევს, თუ თავად მოგვიწევს ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, საბოლოო ჯამში, საქმე ერთ რამემდე მიდის: უკრაინის მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, ომი თავიდან ავირიდოთ“, – აღნიშნა ბერბოკმა.
მისი თქმით, უკრაინის დამარცხებას საბედისწერო შედეგები მოჰყვება.
„დამარცხებას საბედისწერო შედეგები მოჰყვება – თავისუფალი უკრაინისთვის და თავისუფალი ევროპისთვის, ამიტომ უკრაინას დახმარება უნდა გაფართოვდეს“, – აღნიშნა მინისტრმა და კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება გააგრძელონ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით