საქართველოს ეზიდები ტაძრის დღესასწაულს ზეიმობენ

საქართველოს ეზიდი თემი დღეს მნიშვნელოვან დღესასწაულს. „ტავაფა ეზიდს” – თბილისის სალოცავის დღეს აღნიშნავს. ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, ერაყიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან ჩამოსული ეზიდი თემის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან და საქართველოს ეზიდ მოქალაქეებთან ერთად აღნიშნავდნენ ამ დღეს.
„ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მართლმადიდებლური ეკლესიის, მუსლიმი თემის, სომხური ეკლესიის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სასულიერო რიტუალის შემდეგ, საზეიმო მიღება გაიმართა იეზიდთა კულტურის ცენტრში, სადაც ეზიდ თემს თბილისის ტაძრის დღესასწაული მიულოცა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ.
ღონიძიებას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა, ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე და სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელი აბაი ფაშაევი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო