საბერძნეთის კუნძულ ლესბოსის მახლობლად ჩაძირული გემის ეკიპაჟის წევრებიდან სამაშველო ვერტმფრენმა ერთი ადამიანი გადაარჩინა. მაშველებმა ის ისლანდიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ 12 ადამიანი ამ დრომდე იძებნება, ერთი კი მანამდე გარდაცვლილი იპოვეს.
“ერთი ცხედარი ამოღებულია ტერიტორიიდან”, – განუცხადა Reuters-ს სანაპირო დაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
იხილეთ ასევე:
· საბერძნეთში სატვირთო გემი ჩაიძირა | ეძებენ ეკიპაჟის 13 წევრს