ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომის დასრულების პირობები დაასახელა

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ში ცეცხლს შეწყვეტს და მზად იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, როგორც კი უკრაინა მთლიანად გაიყვანს ჯარებს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიისა და ხერსონის რეგიონებიდან და უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე.
თუ ეს პირობები დაკმაყოფილდება, რუსეთი “დაუყოვნებლივ” შეწყვეტს ცეცხლს, განაცხადა პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთანშეხვედრაზე.
პუტინმა სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებად დაასახელა რუსეთის მიერ სა და უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის საერთაშორისო აღიარება და უკრაინის ნეიტრალური და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სტატუსი. ამასთან მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში დასავლეთის ქვეყნებმა, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უნდა მოხსნან მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია.
პუტინის ეს ხედვა საფუძველშივე ეწინააღმდეგება უკრაინის პრეზიდენტ, ს ათპუნქტიან “სამშვიდობო ფორმულას”, რომელიც სხვა საკითხებს შორის მოიცავს რუსეთის ძალების გასვლას უკრაინიდან და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
ამ ფორმულას ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევე ერთხელ გააცნობს უკრაინის სამშვიდობო სამიტს, რომელსაც შვეიცარიის კურორტი ბიურგენშტოკი, 15-16 ივნისს უმასპინძლებს.