სიერა ლეონში სამხედროებზე თავდასხმის შემდეგ კომენდანტის საათი გამოცხადდა

26 ნოემბერს, სიერა ლეონის დედაქალაქ ფრაიტაუნში სროლის ხმა ისმოდა, მას შემდეგ, რაც უცნობი შეიარარებული პირები სამხედრო ბაზაზე შეჭრას ცდილობდნენ. ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოცხადდა.
“უსაფრთხოების ძალების მიერ ეჭვმიტანილთა დასაკავებლად ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი დაუყოვნებლივ გამოცხადდა. ჩვენ ვურჩევთ მოქალაქეებს დარჩნენ შენობაში,” – ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკური ვითარება სიერა ლეონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტი იულიუს მადა ბიო ივნისში ხელახლა აირჩიეს.