ისრაელმა ღაზის სექტორის საავადმყოფოს დირექტორი დააკავა

ისრაელმა ღაზის სექტორის საავადმყოფოს დირექტორი მუჰამედ აბუ სალმია დააკავა. პარალელურად, ალ-შიფას საავადმყოფოში დარჩენილი პაციენტები მძიმე მდგომარეობაში არიან – მედიის ცნობით, კლინიკა ს სახმელეთო შეტევის მთავარი სამიზნე იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ჯანდაცვის სააგენტო მას “სიკვდილის ზონას” უწოდებენ.
მედია წერს, რომ ისრაელის დაბომბვის შედეგად კვირის განმავლობაში 200-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი და პაციენტი დაიღუპა.
ისრაელის არმიამ ღაზის უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულების ევაკუაციის ბრძანება 18 ნოემბერს გასცა, თუმცა ჯანმრთელობის რისკებიდან გამომდინარე ყველა პაციენტის ევაკუაცია ვერ მოხერხდა.