საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი “ქართულ ოცნებას” ევროკავშირში საქართველოს კანდიდატურის საბოტირებაში ადანაშაულებს. ფადი ასლი სოციალურ ქსელში წერს, რომ 24 ნოემბერს მამუკა მდინარაძემ და “ოცნების” სხვა წევრებმა მიანიშნეს მათ ახალ სტრატეგიაზე, რაც გულისხმობს საქართველოს კანდიდატურის ასოცირებას ორ სეპარატისტულ რეგიონთან, აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან, რომლებიც რუსეთის კონტროლის ქვეშ არიან. ფადი ასლის თქმით, ხელისუფლების გეგმა რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს და დღის წესრიგს ემსახურება.
