მექსიკაში გატაცებული 3 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

გასულ კვირას მექსიკის სამხრეთ შტატ გერეროდან გატაცებული სამი ჟურნალისტი გაათავისუფლეს.
Reuters სახელმწიფო პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ Takco-ს ცენტრალურ ოფისიდან გატაცებული სილვია არსი და ალბერტო სანჩესი შაბათს გამოუშვეს. ასევე, შაბათს გაათავისუფლეს ყოველკვირეული El Espectador de Taxco-ს დირექტორი, ჟურნალისტი მარკო ტოლედო.

მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა ტოლედოს ვაჟი და ცოლი გაიტაცეს. ცოლი მოგვიანებით გაათავისუფლეს, ჟურნალისტის შვილს კი ამ დრომდე ეძებენ.