ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ისრაელი შუამავლების ჩართულობით ტერორისტულ დაჯგუფება “ჰამასთან” მოლაპარაკებას აგრძელებს. ჰაგარის თქმით, ისრაელისთვის მძევლების დაბრუნება მორალური ვალდებულებაა.
“მძევლების დაბრუნება ჩვენი მორალური ვალდებულებაა. მტკიცედ გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ყველა გზა ამ მოვალეობის შესასრულებლად. პროგრესის შესახებ ვაცნობებთ ოჯახებს და საზოგადოებას, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება. მივმართავ მძევლების ოჯახის წევრებს – ჩვენ ვხედავთ იმ დიდ სტრესს, რომელსაც თქვენ განიცდით ამ ლოდინისა და გაურკვევლობის საათებში. ჩვენ თქვენ ვართ, უნდა გავუძლოთ ამ წნეხს,” – ამბობს ჰაგარი.
შეგახსენებთ, რომ IDF-ის ცნობით, ტყვეთა მორიგი გაცვლის ფარგლებში, “ჰამასმა” გაათავისუფლა 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი. ისინი უკვე ისრაელში იმყოფებიან. სანაცვლოდ, ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
