“ივანიშვილი ქვეყნისთვის უდიდეს სიკეთეებს აკეთებს” – ელისო ბოლქვაძე ბიძინაზე

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილმა “კრისტის” აუქციონზე შეიძინა იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელსაც ეროვნულ მუზეუმს გადასცემს.

ამ ამბავს უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე გამოეხმაურა და ბიძინა ივანიშვილს გამორჩეული ადამიანი უწოდა:

„ბატონი მთელი თავისი ცხოვრებით არის გამორჩეული ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის უდიდეს სიკეთეებს აკეთებს.

ეს არის ერთ-ერთი ქველმოქმედება, რომელიც არის ისტორიული მნიშვნელობის. ეს არის ძალიან დიდი, ეროვნული მნიშვნელობის საქმე. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული მოვლენა“ – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა