ავსტრიაში ავიაკატასტროფის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

Європейська правда-ს ცნობით, ავსტრიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 4 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა შაბათს, ქვეყნის დასავლეთით, მთიან რეგიონში მოხდა.

ავსტრიის პოლიციის თქმით, სამძებრო ოპერაცია რთული ამინდის გამო, რამდენიმე საათს გრძელდებოდა.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი და ფრენის საბოლოო დანიშნულება, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.