ის უსამართლობა, კლანური სისტემა, რაც დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს, არის სრულიად მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრეზიდენტის განმარტებით, უნდა მოხდეს ყველა იმ მოსამართლის გადამოწმება, „რომლებიც დღეს აზიან სასამართლო სისტემას“.
„მთავარი პუნქტი „ქართული ქარტიის“ არის სასამართლო სისტემის რეფორმა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპა 9 ნაბიჯში, 12 ნაბიჯში მუდმივად ამას გვეუბნება, რომ რეფორმა აუცილებელია, თუ თქვენ აპირებთ, რომ შემოუერთდეთ ევროკავშირს, არამედ იმიტომ, რომ ქართველ ხალხში სასამართლო სისტემა, სამართლიანობის გრძნობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის ასე იყო. ჩვენ გვაქვს ჩვენი ძალიან ძველი სამართალი. ის უსამართლობა, კლანური სისტემა, რაც დღეს არსებობს, არის სრულიად მიუღებელი, რომც არავინ გვეუბნებოდეს გარედან, რომ “ეს გაქვთ გასაკეთებელი იმისათვის, რომ შემოხვიდეთ და დავიწყოთ თქვენთან მოლაპარაკებები”. სასამართლო სისტემის რეფორმის ძალიან კონკრეტული ნაბიჯები არსებობს, თუ როგორ უნდა მოხდეს გადაფასება, გადამოწმება იმ ადმიანების, რომლებიც დღეს აზიან სასამართლოს სისტემას თავისი ყველა მნიშვნელობით. ნებისმიერი ახალი მოსამართლე, რომელიც შემოვა სისტემაში, უნდა იყოს გადამოწმებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.