ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების არ გვიკვირს, მაგრამ დღეს საოცრება იყო, ცრემლებამდე მიგვიყვანა ქართველი ხალხი

„რა დავიმსახურეთ ასეთი ქართველმა ხალხმა, რომ უფალმა ეს ადამიანი გვაჩუქა?” – ამ შინაარსის ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ს მორიგ საქველმოქმედო ნაბიჯს ეხმიანება. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ივანიშვილის ქველმოქმედება გასაკვირი არაა, მაგრამ დღეს საოცრება მოხდა, როცა მან იოანე ზოსიმეს ხელნაწერი შეიძინა და ის საქართველოს უსახსოვრა.
„დღევანდელი დღის ემოცია დიდხანს გვემახსოვრება. იოანე ზოსიმეს ხელნაწერი შეუფასებელია საქართველოსთვის, ამიტომ, გული მოგვიკვდა, როდესაც გავიგეთ, რომ გაიყიდა. არავინ ვიცოდით, თუ რა სიურპრიზი გველოდა.
ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების არ გვიკვირს, მაგრამ დღეს საოცრება იყო. ცრემლებამდე მიგვიყვანა ქართველი ხალხი ჯერ ხელნაწერის გაყიდვით გამოწვეულმა ტკივილმა და შემდეგ ამ ამბით გამოწვეულმა სიხარულმა. მადლობა ძალიან ცოტაა ჩვენგან იმ პიროვნებისადმი, რომელმაც ამდენი რამ გაიღო ქვეყნისთვის.
რა დავიმსახურეთ ასეთი ქართველმა ხალხმა, რომ უფალმა ეს ადამიანი გვაჩუქა?” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
Previous: არ არსებობს ამაზე დიდი ეროვნული საქმე, არ მომხდარა ბოლო პერიოდში ამაზე დიდი ეროვნული მოვლენა, საქართველოს განუმეორებელი იოანე ზოსიმე უბრუნდება

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს

არავინ იდარდებს არც უვიზო მიმოსვლაზე, არც მოგზაურობაზე, არც სხვადასხვა სერვისებზე და მშვიდობიანი ცხოვრების სხვა სიკეთეებზე, თუკი “დიფ სთეითმა” აღასრულა ვერაგული გეგმა საქართველოში კონფლიქტის გაჩაღებაზე

პრემიერის ბრიფინგმა და ევრობიუროკრატების მიერ წამოყენებულმა პირობებმა დაგვანახა, რომ ომის საფრთხე კვლავ რეალურია, ევროპა საკუთარი რიტორიკით და პოზიციით, საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას მშვიდობისთვის სჯის და მშვიდობის საფასურს ახდევინებს