უკრაინის ქალაქ კუპიანსკის მერი, რომელიც ღალატში იყო ბრალდებული, თავდასხმის შედეგად რუსეთში გარდაიცვალა

უკრაინის ქალაქ კუპიანსკის ყოფილი მერი, გენადი მაცეგორა რუსეთში დაიღუპა თავდასხმის შედეგად. მას თავის სახლთან ესროლეს ბელგოროდის ოლქში.
ყოფილ მოხელეს უკრაინაში ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი – რუსეთის არმიასთან თანამშრომლობაში 2022 წელს, როცა ქალაქი მოწინააღმდეგემ დაიკავა.
მაცეგორას სიკვდილის შესახებ იტყობინებიან სააგენტოები ასტრა და ბაზა. ცნობა გავრცელა მისმა დედამ, ლუდმილამ.
ინფორმაცია თავიდან დაუდასტურა უკრაინის საზოგადოებრივ ტელეარხს უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ ინფორმაციას დადასტურება ესაჭიროება.
ადრეიტყობინებოდნენ, რომ მაცეგორას ესროლეს სტარი სოკოლში და ის მოსკოვის საავადმყოფოში მოათავსეს.
28 თებერვალს ხარკოვის საოლქო პროკურატურამ, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით საქმე აღძრა მაცეგორას წინააღმდეგ. უკრაინული მედია პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ „მერმა წინასწარი განზრახვით ჩაიდინა ქმედება, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ხელშეუხებლობის, თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ“.
ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული პოსტებით თუ ვიმსჯელებთ, მაცეგორა მუშაობას მარტშიც აგრძელებდა. თუმცა 25 მარტის შემდეგ მერიის ოფიციალურ ფეისბუკზე ის აღარ გამოჩენილა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა