ზუკა ბერძენიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა

სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს, რომელსაც რამდენიმე საათის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოპერაცია ჩაუატრდა. როგორც სოციალურ ქსელში აქტივისტი სალომე ნიკოლეიშვილი წერს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა.
„ყველას უდიდესი მადლობა ზღვა მხარდაჭერისთვის“, – წერს „ფეისბუქზე“ ნიკოლეიშვილი.
სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს რამდენიმე საათის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას სახლთან რამდენიმე პირი დახვდა. ბერძინიშვილს მომხდარის გამო, ცხვირის ოპერაცია დასჭირდა.