,, ქველმოქმედება დიდი სიკეთე შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ თუ ჯერ ვალდებულებას ასრულებ” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ივანიშვილის მიერ აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენას ასე ეხმაურება:
,,როცა ფაქტობრივად ხელისუფლებას მართავ და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ხარ, მე არ გთხოვ იმას, რისი ვალდებულებაც არ გაქვს ანუ არ გთხოვ ქველმოქმედებას, მე გთხოვ იმას, რისი ვალდებულებაც გაქვს ანუ იმას, რომ ქვეყანა არ გახადო საბჭოურ-ირანული უცნაური ჰიბრიდი, იმას რომ არ დევნო კრიტიკოსები და ისინი ვინც არ გეთანხმებიან და ა.შ.
ქველმოქმედება დიდი სიკეთე შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ თუ ჯერ ვალდებულებას ასრულებ და მხოლოდ მას შემდეგ ნებას.
თუ დაიცავ დემოკრატიის ელემენტარულ წესს, დაიცვა ადამიანი, მათ შორის ისინიც, ვინც არ მოგწონს, მაშინ შენი ქველმოქმედება კიდეც გამახარებს, კიდეც მადლიერი დავრჩები და კიდეც პირველი დავიძახებ ამას, მაგრამ სანამ მდევნი და მაშორებ ჩემს საუკუნოვან ოცნებას – ევროპას, მაშინ სიკეთის აქტიც კი შეიძლება პოპ მარკეტინგში ჩაგითვალო და არა სათნოებაში, რისთვისაც ქველმოქმედება უნდა ხდებოდეს.”