ჰამასის მიერ გათავისუფლებულ მძევლებს შორისაა 9 წლის გოგო, რომელიც მამას დაღუპული ეგონა

ჰამასის ტერორისტების მიერ გათავისუფლებულ მძევლებს შორისაა 9 წლის გოგო, რომელიც მამას დაღუპული ეგონა.
როგორც ტომას ჰანდი CNN-ს უყვება, თავიდან აცნობეს, რომ მისი შვილი დაიღუპა, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ, ისრაელმა ეს ინფორმაცია შეცვალა და თქვა, რომ 9 წლის ემილის ცხედარი აღმოჩენილი არ იყო.
“ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ემილის კიდევ შეგვიძლია ჩავეხუტოთ, თუმცა ამავე დროს, გვახსოვს ყველა მძევალი, რომელიც ჯერ არ დაბრუნებულა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ”, – განაცხადა მან.
24 ნოემბერს ღაზაში მძევლების გათავისუფლების პირველი რაუნდი შედგა. ჰამასმა 24 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 13 ს, 10 ტაილანდის, 1 კი ფილიპინების მოქალაქეა.
მეორე ეტაპი კი გუშინ განხორციელდა – ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰამასმა გუშინ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მძევლები ჯერ ეგვიპტეში გადაიყვანეს, შემდეგ კი ისრაელში დაბრუნდნენ.