უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 9 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 8 გაანადგურეს.
“26 ნოემბრის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას შეუტიეს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (პრიმორსკო-ახტარსკი) 9 “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით. საბრძოლო სამუშაოების შედეგად, უკრაინის თავდაცვის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს მტრის 8 დრონი,” – ნათქვამია განცხადებაში.