10 თვეში თბილისში, უბილეთოდ მგზავრობისთვის 3,087,325 ლარის ჯარიმა დაიწერა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის ბიუჯეტის 10 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა.
მათი ცნობით, თბილისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 85%-ით მეტია.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 10 თვეში მუნიციპალიტეტმა უბილეთო მგზავრობიდან სულ 3,087,325 ლარის შემოსავალი მიიღო.
უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად ჯარიმების შესრულება ნიშნავს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მუნიციპალურმა კონტროლიორებმა 154,000-მდე ჯარიმა დაწერეს.