“დაბრკოლებები გადაილახა” – აცხადებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი და ადასტურებს, რომ 13 ისრაელელი მძევალი ამაღამ გათავისუფლდება.
„ორივე მხრიდან პატიმრების გათავისუფლების გაჭიანურების შემდეგ, დაბრკოლებები გადაილახა კატარ-ეგვიპტური კომუნიკაციით ორივე მხარესთან – თქვა მაჯედ ალ-ანსარიმ.
ღაზაში, ჰამასის ტყვეობაში მყოფი 13 ისრაელელი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელი 39 პალესტინელ პატიმარს, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს გაათავისუფლებს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლება გადაიდო.
