მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ჩემპიონია

მექსიკაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე (U20) მარიამ მურღვლიანმა (87 კგ.) იასპარეზა.
მან ატაცში თავი 95 / 99 /102 კილოგრამს გაართვა, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. ძალოსანმა აკვრაში 120 / 123 კგ. დაძლია და კვლავ ოქროს მედალი დაისაკუთრა. მარიამ მურღვლიანი ორჭიდში მოგროვილი 225 კილოგრამითაც ოქროს მედალს დაეუფლა.
საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია თემურ ჯანჯღავა. მარიამ მურღვლიანის პირადი მწვრთნელი – აკაკი კაკაბაძე, ექიმი-რეაბილიტოლოგი – გიორგი ჭინჭარაული.
მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე (U20) საქართველოს ნაკრებიდან წარმატებით იასპარეზა გიორგი კირვალიძემ (109 კგ.).
მან ატაცში 162 / 166 / 169 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. კირვალიძემ აკვრაში თავი 186 / 195 კილოგრამს გაართვა და მე-6 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა ორჭიდში მოგროვილი 364 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი – გურამ ვეკუა (102კგ) გახდა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის (U20) პრიზიორი.
მან ატაცში 152 /157 /160 კილოგრამი დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. ვეკუამ აკვრაში დაძლეული 193/196/198 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგივე ხარისხის მედალს დაეუფლა ორჭიდში მოგროვილი 358 კილოგრამითაც.
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია მალხაზ ლომთაძე, ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ილია თვალოძე, გურამ ვეკუას პირადი მწვრთნელი ზურაბ ანთაური, ექიმი-რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა მექსიკაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 10 მედალი მოიპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)