ბესიკ ხარანაული – ქართველი ქართველისათვის

ქართველი ქართველისათვის
მე მქონდა ერთი სიმღერა,
მაგრამ არ დამიმღერია –
ქართველი ქართველისათვის
ძმა კი არ არის, მტერია.
მე მქონდა ერთი სტრიქონი,
მაგრ ამ არ დამიწერია –
ქართველი ქართველისათვის
ძმა კი არ არის, მტერია.
გამწარებულზე ნათქამი,
გაივლის, არაფერია,
ნეტა რა ჭკვაზე ვიყავი,
ან რა ბალღამი მერია –
ქართველი ქართველისათვის
ძმა კი არ არის , მტერია.
ისტორიას რომ გადაშლი
რაც იქ ამბები წერია,
რაც უფრო ძველი მგზავრი ხარ,
მეტი ჭუჭყი და მტვერია,
ქართველი ქართველისათვის
ძმა კი არ არის, მტერია.
ეს დრომოჭმული ამბავი
არც ისე გასაბერია,
ბავშვი თამი იზრდება,
მწერიც კი ალმაცერია,
დიდია ეს დედამიწა,
ზედაც ათასი ერია,
გამორჩეული ვინც იყო,
მუდამჟამ ნაკლი ერია,
კარგი ვქენ რომ არ ვიმღერე
და რომ არც დამიწერია:
„ქართველი ქართველისათვის
ძმა კი არ არის, მტერია“.
ბესიკ ხარანაული
.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომია უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ