“ბიჭი, ბიჭი, დამინახე, დამინახე, პასი, პასი, მომე პასი – ეგაა თამარი”– ვახო სანაია

გავიღვიძე და ულამაზესი ამბავი დამხვდა.
მაშინდელი ,,დემოკრატიის” ერთ-ერთი გამოვლინება თამარ ჩერგოლეიშვილი (თითქოს ვეცეკვებოდე ვინმეს) ეპისტოლური დისკუსიისას შუაში ჩაგვხტომია თავისი გლახა როკვითა და უფრო გლახა დემოკრატიული გამოცდილებით. რა დავაშავე – დღეს უკვე თამარ ჩერგოლეიშვილი მესაუბრება დემოკრატიაზე. ვისაც ეზოში ფეხბურთი უთამაშია, შემჩნეული ექნება. სადღაც კუთხეში, კუთხურის ალმის ადგილის სიახლოვეს, ყოველთვის დგას ერთი და იძახის : ბიჭი, ბიჭი, დამინახე, დამინახე, პასი, პასი, მომე პასი. და არ აძლევენ პასს. ეგაა თამარი. მეტი პასი ანუ პასუხი ჩემგან არ იქნება. იდგეს კუთხეში ისევ.
ამ დემოკრატიის დედას, განსხვავებული აზრის გამო ნახევარი საქართველო ფეისბუქზე ჰყავს დაბლოკილი, მათ შორის ჩემი ყველა ექაუნთი დაბლოკა. ფეისბუქზე ხომ დემოკრატია, პარტიაში ხომ კარგია და კარგი და ხელისუფლებაშიც რა კარგი იქნებოდა

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”