საარჩევნო უბნებზე ხმებს მესაფლავეები დაითვლიან? – კომისიის წევრების ახალი “თანამდებობები” და ახალი შემოსავლები – მედია

ტვ პირველის ინფორმაციით, ხელისუფლებამ საარჩევნო კომისიის წევრები მესაფლავეებად და სხვადასხვა სამსახურებში გააფორმა, მაგალითად, ციალა ახალქალაქიდან მესაფლავედ გააფორმეს, ნათია ველებიდან – მეეზოვედ; ნონა ჩეკურაანთგორიდან – დამლაგებლად
ასევე, მედიის ცნობით, ხელისუფლებამ არჩევნების წინ, სოციალურად დაუცველთა სტატუსები საარჩევნო კომისიის წევრებს ჩამოურიგა, რაც, მათი ინფორმაციით, პრემიერ მინისტრის გამოცხადებული სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას უკავშირდება.
როგორც “შაბათის ეთერს” უყვებიან, “ქართულმა ოცნებამ” სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილ დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებს მოსთხოვა არჩევნებზე ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა.
მედიის ინფორმაციით, წინა წლებში ქართული ოცნება აქ ხმებს ნაღდი ფულით ყიდულობდა. 40 ლარი ერთი ხმა, მაგრამ ახლა, ეს ადამიანები სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ჩასვეს და ხელფასსაც ბიუჯეტიდან გადაუხდიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”