აფხაზი თავადების არქივები საქართველოში ბრუნდება

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესპანეთში იმყოფებიან, რათა აფხაზი თავადების, ჩხოტუების ესპანეთში დაცული უნიკალური არქივი საქართველოში ჩამოიტანონ.
მათივე ცნობით, არქივი ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში დაიდებს ბინას.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი : „გილოცავთ ეპოქალური საქმის დასაწყისს! აფხაზი თავადების არქივები საქართველოში ბრუნდება! ეს ჰელენ ჩხოტუაა, უჭკვიანესი და ულამაზესი ქალი. ჩვენი მასპინძელი და უკვე მეგობარი. ჩხოტუების – დიდი აფხაზების, მალტის ორდენის კავალერების და მსოფლიო პოლიტიკის მონაწილეების მემკვიდრე. მან საქართველოს უდიდესი, ისტორიული არქივი გადასცა: საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტები, ხელნაწერები, მიმოწერა, ფოტოები, წიგნები, ნივთები, ორდენები, რუკები – მოკლედ, საოცარი საგანძური, მალე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმში დაიდებს ბინას. სამი დღეა, არქივების გადარჩევის ურთულესი პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკიდან თქვენი მონა-მორჩილი, ლევან თაქთაქიშვილი, ბექა ღაჟონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან მანანა ქვაჩახია, ნატო მარშანია და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ნინო ჩუტკერაშვილი ვუძღვებით. მასალა ათობით ყუთს მოიცავს, დღესაც ვიმუშავებთ, ხვალ ჯგუფი მადრიდში გაემგზავრება, მე კი სამშობლოში დავბრუნდები. პროექტი აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ არის ინიციირებული და პერსონალური მადლობა რუსლან აბაშიძეს, რომელთან ერთადაც ამ დიდ არქივს გავხსნით და გამოვფენთ საქართველოში ძალიან მალე. მალევე ერთობლივ მემორანდუმს გავაფორმებთ და სხვა არქივებზე დავიწყებთ მუშაობას. ესპანეთი. ანდალუსია. მალაგა. მარბელია”, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ