ბირთვული იარაღის გამოყენებაზე – ასეთი საჭიროება არ არსებობს

ს პრეზიდენტი თვლის, რომ საქმე ბირთვული დარტყმების გაცვლამდე არ მივა. ამის შესახებ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
“ბირთვული დოქტრინა გვაქვს, და იქ ყველაფერი წერია [ბირთვული იარაღის გამოყენებაზე]… გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება – სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის შემთხვევაში, უკიდურეს შემთხვევებში. არ ვთვლი, რომ ასეთი შემთხვევა დადგა, ასეთი საჭიროება არ არსებობს…თუ მივა კიდევაც საქმე [ბირთვული დარტყმების გაცვლამდე], ღმერთმა არ ქნას, რაც ძალიან არასასურველი იქნებოდა, მაშინ… მსხვერპლი შესაძლოა უსასრულობამდე გაიზარდოს. მაგრამ მაინც იქიდან გამოვდივარ, რომ აქამდე არ მივა საქმე,” – განაცხადა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთს სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილების სისტემა გააჩნია და აღნიშნა, რომ ევროპა ბირთვული დარტყმებისგან დაუცველია. თუმცა ამავდროულად მან ყველას მოუწოდა “ტყუილად ნუ ახსენებენ ასეთ რაღაცებს.”

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს