ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსპიკერი ანა პიზონერო ავრცელებს და წერს, რომ ევროკომისიამ უკვე მიიღო სპეციალური დოკუმენტი, სადაც პუნქტობრივადაა გაწერილი, რა დავალებები შეასრულეს ოფიციალურმა კიევმა და კიშინოვმა. დოკუმენტის თანახმად, მაც და მოლდოვამაც ევროკავშირის მოთხოვნები გაითვალისწინა. ახლა გადაწყვეტილება უკვე წევრი ქვეყნების ხელშია.
“მოლდოვასთან და სთან გაწევრიანების საკითხი დღეს ევროკავშირში მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის დღის წესრიგში იყო. კომისიის მხრიდან, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაწოდეთ ყველა სახის განახლება წევრ ქვეყნებს და მიგვაჩნია, რომ ყველა ნაბიჯი შესრულებულია ორი ქვეყნის მიერ. ახლა გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია”, – აცხადებს პიზონერო.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს