მომავალ კვირაში ჰავანაში, კარიბის ზღვის სანაპიროსთან, ოთხი რუსული სამხედრო გემი შევა – კუბა

კუბის ხელისუფლება აცხადებს, რომ მომავალ კვირაში ჰავანაში ოთხი რუსული სამხედრო გემი შევა. Reuters-ის თანახმად, მათ შორისაა ბირთვული წყალქვეშა ხომალდი „ყაზანი“ და სარაკეტო ფრეგატი „ადმირალი გორშკოვი“.
ამავე დროს, ოფიციალურ ცნობაში ხაზგასმულია, რომ ს სამხედრო ხომალდები არ არიან აღჭურვილი ბირთვული იარაღით და საფრთხეს არ უქმნიან რეგიონს.

“ვიზიტი შეესაბამება კუბასა და რუსეთს შორის ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს და მკაცრად შეესატყვისება საერთაშორისო წესებს”, – ნათქვამია კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 6 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
კუბის ხელისუფლების განცხადებამდე, კარიბის ზღვის რეგიონში რუსეთის ხომალდების გაგზავნის გეგმის შესახებ ინფორმაცია -ის ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა. რუსული სამხედრო ხომალდები, წინასწარი ინფორმაციით, ვენესუელასა და კუბაში მოკავშირეებისთვის საზღვაო წვრთნების ჩატარებას გეგმავენ.
შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა 2022 წლის თებერვალში რუსეთის არმიის მიერ ში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ვაშინგტონში აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის მზარდი მხარდაჭერის გამო იმატა რუსეთის საზღვაო ძალების აქტივობამ ატლანტიკის ოკეანეში.
მცირე რაოდენობის თვითმფრინავებისა და ხომალდების მოსალოდნელ ჩასვლას კარიბის აუზში საფრთხედ არ მიიჩნევს აშშ, მაგრამ ვაშინგტონი საზღვაო ძალები წვრთნების მონიტორინგს აპირებს.

კუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, რუსული ხომალდები ჰავანაში 12-დან 17 ივნისამდე ჩავლენ.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გამო ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაპირისპირება მკვლევრებს ხშირად აგონებთ გასული საუკუნის 60-იანი წლების კარიბის კრიზისს.
ამერიკის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი სერგეი რადჩენკო ფიქრობს, რომ 2022 წლის კრიზისი შესაძლოა 1962 წლის კრიზისზე უფრო მძიმე იყოს, თუნდაც იმის გამო, რომ კენედისა და ხრუშჩოვს ჰქონდათ საკმარისი სახელმწიფოებრივი სიბრძნე, რისგანაც სრულად არის დაცლილი ვლადიმირ პუტინი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!