ათობით ადამიანია მოკლული ღაზაში სკოლაზე თავდასხმის შედეგად

ისრაელმა ღაზაზე მორიგი შეტევა განახორციელა. თავდასხმის სამიზნე სკოლა იყო, სადაც ს თქმით “ჰამასის” 30 მებრძოლი აფარებდა თავს. “ჰამასი” ამბობს, რომ ისრაელის თავდასხმის შედეგად, 40 ადამიანია მოკლული, მათ შორის, ქალები და ბავშვები. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლა გაეროს ეკუთვნოდა და იქ დევნილი ხალხი აფარებდა თავს.
თავდასხმა განსაკუთრებით სენსიტიურ დროს მოხდა, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეთანხმების მიხედვით, “ჰამასმა” უნდა გაათავისუფლოს ყველა მძევალი, ვინც 7 ოქტომბრის თავდასხმისას აიყვანა და ვინც ჯერ კიდევ მათ ტყვეობაში რჩება. “ჰამასი” ომის საბოლოოდ დასრულებას ითხოვს. ისრაელი კი ამბობს, რომ ჯერ ისლამისტური დაჯგუფება ბოლომდე უნდა გაანადგუროს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხუთშაბათს სხვა ქვეყნებთან ერთად განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ისრაელსა და “ჰამასს” მოუწოდებს, რომ საჭირო დათმობებზე წავიდნენ და შეთანხმებას ხელი მოაწერონ.
ისმაილ ალ-თავაბტამ, “ჰამასის” მიერ მართული მთავრობის მედია ოფისის დირექტორმა უარყო ისრაელის მტკიცება იმაზე, რომ გაეროს სკოლაში “ჰამასის” წევრები იმალებოდნენ.
“ოკუპაცია გაყალბებულ, ფალსიფიცირებულ ამბებს იყენებს, რათა მძიმე დანაშაულებები გაამართლოს, რომელიც ათასობით იძულებით გადაადგილებულის წინააღმდეგ ჩაიდინეს”,- განაცხადა მან.
ისრაელი ამბობს, რომ მისმა მებრძოლებმა “ზუსტი დარტყმა” განახორციელეს სკოლაზე, სადაც მათი თქმით, “ჰამასის” წევრები იმალებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის