ჯანმო ჩინეთისგან რესპირატორული დაავადების აფეთქებაზე მეტ ინფორმაციას ითხოვს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ჩინეთს სთხოვა, რესპირატორული დაავადებების მკვეთრად ზრდის თაობაზე მეტი დეტალი გაუზიაროს. გაეროს ჯანდაცვის წამყვანი სააგენტოს რეგულაციებით, ჩინეთს პასუხის გასაცემად 24 საათი აქვს.
ბავშვებში პნევმონიის შემთხვევების აფეთქებას, ჯანმოს ჩინეთის ოფისმა დღეს “რუტინული” შემოწმება უწოდა. მომხდარზე ცნობა პეკინმა, პირველად, 10 დღის წინ გაავრცელა. 13 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ეროვნული ჯანდაცვის კომისიამ განაცხადა, რომ ბავშვებში რესპირატორული დაავადებების შემთხვევები გახშირდა.
ახალი კლასტერების ზრდა, ჩინეთის მთავრობამ, კოვიდ-19-ის შეზღუდვების მოხსნას და ისეთი ცნობილი პათოგენების ცირკულაციას მიაწერა, როგორიცაა ვირუსული გრიპი და მიკოპლაზმური პნევმონია. პეკინის განმარტებით, ეს ჩვეულებრივი ბაქტერიული ინფექციებითაა გამოწვეული, რომლებიც, როგორც წესი, უფრო მცირეწლოვან ბავშვებში ვრცელდება. შესაძლო მიზეზებს შორის სახელდებოდა რესპირატორულ-სინციციალური ვირუსი (RSV) და სარს-კოვ-2, ვირუსი, რომელიც კოვიდ-19-ს იწვევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ჯერჯერობით უცნობი რჩება, შექმნილი ვითარება მართლაც რესპირატორული ინფექციების საერთო მატებითაა გამოწვეული, თუ ეს ცალკეულ მოვლენებს უკავშირდება. გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ ჩინეთს ასევე სთხოვა, დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს ცნობილი პათოგენების მიმოქცევის ტენდენციებისა და ჯანდაცვის სისტემების დატვირთვის თაობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ის სხვადასხვა არხების მეშვეობით, უშუალო კონტაქტში იმყოფება ადგილობრივ საავადმყოფოებთან და ჩინელ მეცნიერებთანაც.
ჩინეთის მისამართით დღემდე ისმის კრიტიკა ქვეყნის ჯანაცვის სისტემის არასაკმარისი გამჭვირვალობის გამო, როცა იქ, ქალაქ ვუჰანში კოვიდ-19-მა იფეთქა. კითხვები რჩება ჯანმოსთანაც, რომელსაც პანდემიის დასაწყისში უფრო ეფექტიან რეაგირებას სთხოვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა