კობახიძე: თავდაცვის სფეროში ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-სთან თანამშრომლობის გაგრძელება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის თავდაცვის მიმართულებით გაწეულ დახმარებას.
კობახიძის აზრით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება ორივე ქვეყნისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
„თავდაცვის სფეროში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელება, უფრო მეტიც, – გაღრმავებაც. აქ ვიტყვი მკაფიოდ ერთ რამეს: თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება არის თანაბრად მნიშვნელოვანი როგორც ქართული, ასევე ამერიკული მხარისთვის. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, თუ ამ კუთხით აპირებენ რაიმეს შემცირებას, ეს თანაბრად იქნება დამაზიანებელი როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ამერიკული მხარის ინტერესებისთვის. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ყველამ უნდა იმოქმედოს პრაგმატულად. ეს არის ჩემი მოწოდება ყველას მიმართ. ჩვენი ინტერესი და სურვილია, რომ გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები“, – თქვა მან.
პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა -ის ამჟამინდელი ელჩის, ს საქართველოში საქმიანობა.
„მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პატივისცემა მოქმედი ელჩის მიმართ, განსხვავებით წინა ელჩისგან და წინა ელჩებისგან. მოქმედი ელჩი მთელი ამ თვეების განმავლობაში იყო განწყობილი კონსტრუქციულად და დადებითად. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ მისი პირადი წვლილიც იქნება შეტანილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში. ჩვენ ვართ ყველანაირად მზად ამისთვის. მთავარია, რომ ვიხილოთ შესაბამისი ჯანსაღი შემხვედრი ნაბიჯი“, – დაამატა მ.
„ჰელსინკის კომისიამ“, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დაარეგისტრირა „MEGOBARI აქტი”. ის მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ და მათი დარღვევისთვის სანქციებსაც ითვალისწინებს.
2 მაისს საგარეო პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან სატელეფონო საუბარში პრემიერმა კობახიძემ გამოხატა „გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული ‘ენჯეოების’ მეშვეობით განხორციელდა“.
„კონგრესის კვლევითი სამსახურის“ 2021 წლის ანგარიშის თანახმად, დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან, საქართველო იყო წამყვანი ქვეყანა ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ის საგარეო და სამხედრო დახმარების მხრივ.