ევროკომისია უკრაინის პორტების აღდგენისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკომისია ს თავდასხმების შედეგად დაზარალებული უკრაინული პორტების აღდგენისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 25 ნოემბერს განაცხადა.

მან სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტ სადმი გაგზავნილი შესაბამისი წერილის ფოტო. ეპისტოლეში ურზულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ კავშირისთვის “ღრმა შეშფოთების” მიზეზია რუსეთის მიერ შავი ზღვის შეთანხმებიდან გასვლა და შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე.
ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინიდან შავი ზღვის გავლით ექსპორტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსოფლიო ბაზრისთვის და უკრაინის ეკონომიკისთვის საკვების მიწოდებისთვის. იგი მიესალმა ს მიერ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას, რამაც ზღვით ექსპორტის გაგრძელების საშუალება მისცა.