თხილის შემგროვებლების დეფიციტია – მეთხილე ფერმერთა კავშირი

მეთხილე ფერმერთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ რეგიონებში თხილის სეზონისთვის მზადება დაწყებულია. ოთარ შეროზია წელს მთავარ გამოწვევად ფაროსანას ასახელებს. ამასთან, მისი თქმით, პრობლემაა მუშა ხელი. როგორც ის აღნიშნავს, თხილის შემგროვებლების ნაწილმა ქვეყანა დატოვა.
“მოსავლის აღების დროს მუშა ხელის დეფიციტი გვაქვს ხოლმე, რის გამოც მოსავლის აღების პერიოდი იმაზე მეტად იწელება, ვიდრე სასურველია. თხილის შემგროვებლების უმეტესი წილი საზღვარგარეთ მიდის. რამდენიმე რაიონში ვიყავი და შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მუშა ხელი პოლონეთის მიმართულებით გაედინება. სეზონის დროს, როცა სამშენებლო სამუშაოები იწყება, თბილისშიც მიდიან”, – განაცხადა ოთარ შეროზიამ.
BMG-ის კითხვაზე, მუშა ხელის დეფიციტის მიზეზი დაბალი ანაზღაურება ხომ არ არის, ოთარ შეროზიამ აღნიშნა: “ხელფასი მაღალი აქვთ. იმდენად მაღალი, რომ შარშან თურქეთში სამუშაოდ არ წავიდნენ. ხელფასი რომ ორმაგი გავხადოთ და ამით მუშა ხელი გავზარდოთ, ეგრე არ ხდება”, – აღნშიშნა ოთარ შეროზიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა