“ქვეყანაში სოციალური საწარმოებისთვის დამხმარე სახელმწიფო პროგრამები ფაქტობრივად არ არის”, – ამის შესახებ სოციალური კაფეს „სოციუმი“ თანადამფუძნებელმა, ეკატერინე თარგამაძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.
თარგამაძის თქმით, ქვეყანაში სოციალური საწარმოებისთვის დამხმარე სახელმწიფო პროგრამები ფაქტობრივად არ არის. ამასთან, დონორების მხრიდან სოციალურ საწარმოებზე პროექტების საკმაოდ შეზღუდული რაოდენობაა.
აღსანიშნავია, რომ სოციალური კაფემ „სოციუმი“, რომელიც ბათუმში, ჟორდანიას ქ. N4-ში მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნა, 24 მაისს ბათუმში გამართულ მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმზე გაიმარჯვა. საქმე ისაა, რომ აჭარის სამრეწველო პალატის ორგანიზებით ქალ ბიზნესმენთა ფორუმი ყოველწლიურად იმართება. ფორუმის ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციაში რამდენიმე კანდიდატი შეირჩა, რომელთა შორის სოციალური კაფე „სოციუმიც“, ნომინაციაში „მეტი სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესში“ მოხვდა.