გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, პარლამენტმა აკრედიტაცია მაკა ჩიხლაძესაც შეუჩერა

ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, “ნოდარ მელაძის შაბათის” კიდევ ერთ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს პარლამენტში შესვლა შეუზღუდეს.
დოკუმენტი 21 მაისით თარიღდება და მას ხელს პარლამენტის აპარატის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე აწერს.
მაკა ჩიხლაძეს პარლამენტში მუშაობის აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერეს.
დღესვე გაირკვა, რომ სოზარ სუბარის მოთხოვნით, პარლამენტში შესვლა TV პირველის ჟურნალისტ ნატა ქაჯაიასაც შეუზღუდეს.

ასევე დაგაინტერესებთ