ოფიციალურად: “ტოტენჰემი” ოთხ ფეხბურთელს დაემშვიდობა

“ტოტენჰემი” 4 ფეხბურთელს დაემშვიდობა. “დეზები” ოფიციალურად ერიკ დაიერმა, იაპეტ ტანგანგამ, ივან პერიშიჩმა და რაიან სესენიონმა დატოვეს.
ოთხივე მათგანს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა.
მიმდინარე სეზონში დაიერი იჯარის წესით “ბაიერნის”, პერიშიჩი კი “ჰაიდუკის” ღირსებას იცავდა.